იწყება რბოლა, ჩვეულებრივი, ვითომ – ერთმანეთს ქრომირებული მანქანები ეჯიბრებიან. ჩვეული მოწყენილობა მაქსიმუმ 5 წამი გრძელდება, რის შემდეგაც რომელიღაც წინა მანქანა კონტროლს შემთხვევით(ან, კხმ, ძალით) კარგავს და გზაზე ნატურალურ ბარიკადას ქმნის. აქ იწყება ყველაზე საინტერესო: შეჯახებები, ალეწვები, აფეთქებები – დატუნინგებული სპორტქარები 10 წამში ისეთი დონის დანჭყრეულ ნაგვის ხროვამდე ილეწებიან, რომ სიხარული ეგრევე გულში გვირტყავს. თამაში ყველას დესტრუქციისადმი მიდრეკილობას გვიღვიძებს, ჩვენც არ ველოდებით და დაუსრულებელ ავარიებს ვქმნით, ოპონენტებს ჰაერში ვაფრენთ და საკუთარ მანქანას ჯართში ჩასაბარებლად ვამზადებთ. ხო მაგარია :D